
მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.
* ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
* ამ დინასტიის ნეშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილი ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
* ეს დინასტია იყო ალბათ ყველაზე სისხლს-მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუასაუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, მაშინ ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.
ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий