
ძვ.წ. 221 წელს, ჩინეთის პირველმა იმპერატორმა (მანამდე ყველა წინამდებარე დინასტიის მეთაურები საკუთარ თავს მეფეებს ეძახდნენ) ცინ შიჰუანდიმ მთლიანად დაიპყრო რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში დაშლილი ჩინეთი. მისი მოგება განაპირობა ორმა მიზეზმა:
* ის იყო თავგანწირული ლეგალისტი (იმ დონეზე თავგანწირული და ფანატიკური, რომ რაც ქვეყანაში წიგნი იყო, რაც მან იპოვა, ყველა დაწვა და გაანადგურა); ხოცავდა თავის გენერლებს და სამხედროებს იმის გამო, რომ მათ დააგვიანეს შეხვედრაზე (თუმცა ამან მომავალში მისი დამარცხება გამოიწვია).
* ცინის სახელმწიფოს, დინასტიას, ჰქონდა ძალიან ბევრი რკინა, ამის გამო, რკინის ხანის პერიოდში, მათ ბევრად უფრო მეტი რკინის იარაღი ჰქონდათ ვიდრე სხვა სამთავროების არმიაებს.
ცინის დინასტიის (ჩინ. 秦) დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედელის მშენებლობა. ფაქტობრივად ჩინეთის კედელს აშენებდა 5 დინასტია დაახლოებით 1800 წლის განმავლობაში. დაიწყო ცინის დინასტიამ და დაამთავრა მინის დინასტიამ ჩვენი წელთაღრიცხვით 1620 წელს.
ძვ.წ. 210 წელს ცინ შიჰუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახიანდა. ამ ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, ჰანის დინასტიას. კუნგ–ჰუ იყო ამ დინასტიების დამცველი ფილოსოფია.
Комментариев нет:
Отправить комментарий